მჭედლიშვილი შალვა
გაზიარება

* * * "ორივე მწარედ ვართ ნაწამები" 

ორივე მწარედ ვართ ნაწამები
ხსნას უფლისგანაც აღარ მოველით,
შენ დიდებაზე ხარ ჯვარნაწერი,
მე კი მონა ვარ ამაოების!
შეცდომა იყო შეხვედრა ჩვენი,
ვატყობ ბოროტად იხუმრა ეშმამ,
ეს განშორების ლამაზი ცრემლი,
ჯოჯოხეთური სევდა რომ ეშვა!

??????