აბრამიშვილი მარი
გაზიარება

იტყვიან 

მე რომ მოვკვდები, იტყვიან:
ჩაწვა, სამარე შეავსო,
მოკვდა! ეს ერთიც მოაკლდა
იმ ოთხას კაცის სიასო;
მაინც რამდენ ხანს გაუძლო
ამ ქვეყნის რია-რიასო?!
მე რომ მოვკვდები, იტყვიან:
მორჩა და დაისვენაო,
რაც მაგას ტანჯვა უნახავს,
იმას ვერ იტყვის ენაო;
ეს ვინ ყოფილა?! ძლივს მოკვდა,
წავიდა, დავრჩით ჩვენაო.
მე რომ მოვკვდები, იტყვიან:
ლექსები დარჩა მაგასო,
ალპური ყვავილებია,
არა ჰგავს ხრამის ნაგავსო;
ახვიდე, მისწვდე, დაკრიფო _
სევდამ სიამით აგავსოს.
მე რომ მოვკვდები, იტყვიან
(არაფერსაც არ იტყვიან!):
ხალხს რომ კეფაში უშენდნენ,
ეგ მკერდს უშვერდა იმ ტყვიას, _
იქნება მართალს ამბობენ,
იქნებ... ჭორებსაც თითხნიან?

??????