გვეტაძე ვასილ
გაზიარება

ალბომში 

ვის სად დაღლის, ვის სადა, გზა და საფიქრალი,
სტროფში გაკრთე ვისადაც, მაინც დაგრჩეს ვალი.
ვინ გაგხადოს ღირსადა დაინახო თვალით:
კაბა ხავერდისა და მოფრთხიალე ქალი!
დილა გაგისისხამდა, ეძალები ძალით.
ქვა კვირტს როდის ისხამდა?
ცეცხლს სდიოდა წყალი?
ვინ სად წავა, ვინ სადა, ვაი, ჩვენი ბრალი...
კაბა ხავერდისა და ხოხობივით ქალი!

??????