აკობია შოთა
გაზიარება

მოხუცი მსახიობი 

იგი წარსულზე როცა საუბრობს,
თვალწინ იხსნება წარსულის ფარდა.
სიჭაბუკისას ყველაზე უფრო
თურმე მოხუცის როლი უყვარდა.
სიჭაბუკის და სიბერის ზღვარი
ვის წაუშლია უბრალოდ მისებრ:
მოიშორებდა უეცრად პარიკს
და ახალგაზრდა რჩებოდა ისევ.
როლში კარგავდა ტახტსა და გვირგვინს,
დარბაზის `ვაშა~ რჩებოდა ტახტად...
ათასჯერ მოკლეს სცენაზე იგი
და ამიტომაც უკვდავი გახდა.
ახლა თეატრთან დინჯად ჩაივლის,
შედგება, დიდხანს უმზერს მთაწმინდას...
"ყრმობისას მოხუცს ვეძახდი თბილისს,
მე მოვხუცდი და ეს გაყმაწვილდა."
ხუმრობს: "ეს წესი მქონდა თავიდან:
ტოლს გზას ვუთმობდი კიბეზე, კართან...
ტოლთაგან უკვე ყველა წავიდა
და ჩემი წასვლის დრო არის მართლა."
ჭაბუკთა შორის როდესაც არის,
ბავშვთა ჟრიამულს როდესაც ისმენს,
წუთით ჰგონია, მოიხსნის პარიკს
და ახალგაზრდა გახდება ისევ.

??????