დიდიმამიშვილი ელენე
გაზიარება

საით დასძრეს მესხთა ჯარი... 

საით დასძრეს მესხთა ჯარი, _
ასპინძას თუ ხერთვისს,
რად აემღვრა ფოცხოვს წყალი,
სისხლი რატომ ერთვის!
ასე რისხვით რად გრგვინავენ
ხახული და ოშკი,
რა აშფოთებს ყრმას მძინარეს,
რად მიდიან ომში!..
ფარ-შიმშერი ვისი ბრწყინავს,
რა ელვაა ნეტავ!
რა ნათელი მოეფინა
მინდორთა და კლდეთა!..
აკაზმული ლაღი ცხენით
სცდის ხერხსა და ღონეს,
ეომება ვითა ხელი
ვეფხვებსა და ლომებს.
მტრის ურდოში რისხვით შევა,
მტერს სიკვდილით დასჯის,
რუსთაველი მედროშეა
თამარ მეფის ლაშქრის!..
მამულს შვენის ვითარც სხივი,
წინ მიუძღვის დრო-ჟამს,
მკერდით მოაქვს გმირთა გმირის _
საქართველოს დროშა.

??????