სანაძე კორნელი
გაზიარება

საყვარელ ქუჩაზე 

გაირღვა ღრუბელი და მთვარე _ გოლიათს
სხივები მოსტაცა, ქუჩებში დაჰყარა,
მივდივარ, მივყვები და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარა.
საყვარელ ქუჩაზე ბრწყინვალე თვალიანს
მივყვები, მომყვება ხეივნის აჩრდილი,
საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია,
მრავალი ქალია _ მაისის ყვავილი.
ვუცქერი აივანს _ ვარდისფერზოლიანს,
სარკმელთან გოგონამ ღიმილი მაჩუქა.
მივდივარ, ვუცქერი, და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ, პატარა, ხუჭუჭა.

??????