სტურუა ლია
გაზიარება

სონეტი გაძლებაზე 

მთელი სიცოცხლე ჩამყვიროდნენ, რომ უნდა გავძლო,

ლაქუცის სიტკბოს არ მივენდო, არ დავიჯერო.

მეც უხმოდ ვიტან მარტოობას, ტკივილს, იჯარას,

შუბლით ვატარებ ბავშვობიდან შაკიკის ხანძარს,

ქარში და ხალხში ვდგავარ როგორც შვეული ანძა,

გამისკდა ტუჩი, მაგრამ ღიმილს ვიფენ ბაგეზე

და ფიქრში ოთხად ვიკეცები ნაცემ-ნაგვემი

ქვებით და შურით, მაგრამ ვიცი, რომ უნდა გავძლო

და უნდა გავცე, ტანჯვის ფასად რაც მოვიპოვე:

ვარდი უეკლო, თევზი უფხო, სხივი მაღალი.

მე კი ვინ უნდა ამომიღოს ათასი ხიწვი,

ვინ დამაპუროს და ვინ მითხრას ის ტკბილი სიტყვა,

მთელი სიცოცხლე რომ ველოდი, უენო ძაღლი?!

გათავდა უკვე, სადაცაა, პირს მიყოფს მიწა... 

??????