მარსიანი
გაზიარება

“მძიმე მარხვა” 

მძიმე მარხვაა
ჩემს მშიერ სულს მძიმედ ბარდნიან გალაქტიკები
ზეცის უფსკრულთაგან ჩამოქცეულნი
მძიმე მარხვაა
თავს ავუკრძალე საზრდო -
შენი მოსმენა და შენი ცქერა ელორა
მძიმე მარხვაა
და მძიმეა აწ გარდასული საუკუნის წყეული ლანდი
ჯერაც რომ ყბებით ჩაჰფრენია ჩემს მორჩილ სხეულს
მძიმე მარხვაა
ამ მძიმე მარხვაში ვარ დამარხული
შორით მოჩანს
კიპარისებში მოცრიატე ტაძრის გუმბათი
შენი ტაძარი შენი ბუდე – სადაც შენ გალობ ელორა
მძიმე მარხვაა
ჩემში უფსკრულნი მშობიარობენ
აღდგომის წინარე წყვდიადთა გმინვაა
ვერ გისმენ ვერ გხედავ ელორა ელორა
მე ვარ კოლაპსი
მე უნათლობის ზღვარი ვარ
მე უშენობის მაქსიმუმი ვარ ელორა
მძიმე მარხვაა
მხოლოდ დუმილის შავი ხმა წიწინებს
არარსი სუნთქავს უსაზღვროებას
და რამდენადაც ახლოვდება
იმდენად შორეულდება აღდგომის ნათელი
იმდენად მძიმდება
უშენობის უსასრულობა
მძიმე მარხვაა
მძიმე საშინელი კვირაა
ვერ გისმენ ვერ გხედავ ელორა ელორა.

??????