სტურუა ლია
გაზიარება

ანატომიური თეატრი 

ერთი ფილტვის ჟანგბადი ამოგაჭრეს,

ქვეცნობიერიდან _ პორნოფილმების მასალა,

ე. წ. “გულის სიმები”

ფეხის ძარღვებით შეცვალეს,

თირკმელიც ხელს გააყოლეს,

ქირურგისთვის სულერთია

კენჭს ამოჭრის, თუ ემოციას...

რაღა დაგრჩა?

ნევროზი _ ტროის ცხენი,

მოშიებულზე რომ კონსერვის ქილასავით

გახსნი და იქიდან

დაწნილებული ბრინჯაოს მხედრები

ამოვარდებიან, მარმარილოს ხელები,

რომლებიც ცნობილ ქანდაკებას აკლია,

ისე ლამაზად მოგახრჩობენ

და ტკბილად, თითქოს

შაქარი გადაგცდა სასულეში... 

??????