თერგი ნაპირებს ჩაჰყურებს: _ ჩავალ, თუ ჩავიჩეხები? კლდეზე ფრინავენ ტალღები როგორც დაჭრილი ვეფხვები. სამშობლოს დარდი თან მიმაქვს, ჯავრს არვის დავესესხები, მტრისაკე მივალ მუქარით, უფსკრულებს ჩავეხეთქები, ჩვენს მტერთან ომი მწადია, სამშობლოს დარდით ვერ ვძღები...