უსახელო ყვავილი
დაილოცა საქართველო ზღვიდან სერით სერამდი.ყვავილები, ყვავილებითეთრი, ათასფერადი.
ვკრიფე, მაგრამ რა დაჰკრეფავს, რა თითები ეყოფა…ჰყოფილიყავ, წყება-წყებაგულზე დაგეყრებოდა.
კეკლუცებმა თითქმის მთელი ველი შემომატარესვკრიფე, ბევრი შენს ბაგეებს,შენს თვალებსაც ვადარე…
მხოლოდ ერთი პაწაწინა, ოქროსფერი ყვავილი,ვით ჩუქურთმა, ოპიზარისხელით გამოყვანილი,
სულ შენ გგავდა, ნაირფერად ველად ჰფენდა სინათლეს,მოვინდომე მისი ცნობადა სახელიც ვინატრე.
ვინ მეტყოდა?… საბაც ვსინჯე, ქართულ სიტყვის თილისმა,ვერც მან მითხრა, ვერც ყვავილმა,ვერც ნიავმა დილისამ.
ვდუმდი… ჩემს წინ გაზაფხულის შუქად ამოყვანილი,ირხეოდა, ციმციმებდაუსახელო ყვავილი.
…ბოლოს ასე პაწაწინას, ბოლოს ასე უცოდველს,დავაკონე ბაგე ფრთხილადდა “ანუკი” ვუწოდე.