ვიცეკვოთ ვალსი...
მუსიკა მომგვრის ტანში ჟრუანტელს
და სიჩუმეში კრთება რომანსი,
მოვეფერები ღამეს წუხანდელს,
დილით კი გეტყვი _ ვიცეკვოთ ვალსი.
ყველა ტკივილი დარჩეს წარსულად,
არც კომედია, არც კიდევ ფარსი,
ლექსის სტრიქონში გარდასახულად
ვიცეკვოთ ვალსი.
ცეცხლით გავალღოთ სიპი ყინული,
ცეცხლით, რომელიც არის ხალასი,
თუ გნებავს _ ტანგო არგენტინული,
მაგრამ ჩვენ მაინც ვიცეკვოთ ვალსი.
მუსიკა მომგვრის ტანში ჟრუანტელს
და სიჩუმეში კრთება რომანსი,
მოვეფერები ღამეს წუხანდელს
დილით კი გეტყვი _ ვიცეკვოთ ვალსი.