დღე ეს იყო
დღე ეს იყო, კარგად მახსოვს,
ქარმა გზა რომ დაგვირბია...
ოღონდ თოვლი ბევრჯერ გალხვა,
ბევრმა წყალმა ჩაიარა,
დრომ თავისი გაიტანა,
სათვალავი ამერია,
მერამდენე წლისთავია
მე და შენი განშორების
იმ ქარიან დღის!
გზად, რომ შემხვდე, ალბათ უკვე
ძნელად გიცნობ, _
მწყინს...
როგორც იმ დღეს,
გზებს გისურვებ უკეთილესს,
როგორც იმ დღეს, დღესაც ქარი
ნაცრისფერი
ქრის...