არდოტელი მურღვა
გაზიარება

***აი, ეს ჩემი სოფლის წყალ-ჭალა 

აი, ეს ჩემი სოფლის წყალ-ჭალა

გზა-ბილიკებზე ცივი ნიშნები.

სანამ ჩამოთოვს ჩალისფერ მთებზე,

მთვარევ, მეც შენზე დავინიშნები.

ირიბი მზერა... მაღრიბის მხარეს

მზე სხივებს ფანტავს და ცას ამუქებს.

სულს მონატრების ძახილი ამღვრევს,

რომ ვეღარ ვხვდები ვაჟებს ჩაუქებს.

საჯიხვეები სისხლიან მხრებით

წამომართულან ირგვლივ ლანდებად.

მე დამნაშავე თქვენთან არა ვარ,

მთებო, ღალატი ნუ დამბრალდება.

მიხმეთ... გულს ლოკავს თქვენზე წუხილი,

ქარას კი _ ლურჯი ზეცის ლემადე.

გეძახით... დამაქვს თვქენი დუმილი

თვალში ცრემლების გამოლევამდე.

??????