მიწიშვილი ნიკოლო
გაზიარება

წაგებული ბიოგრაფია 

ვიყავი მარად უღარიბესი,
მქონდა სიმართლე და გული თბილი,
გამაჩნდა მარტო ძაღლი ჩიბისი
და მახარებდა მასთან სირბილი.
დიდხანს დამქონდა გული სოველი.
გული ნაწყენი და გასრესილი.
მიდგა სიცივე დაუთოველი,
სიზმრებისათვის მიყვარდა ძილი.
ყველგან ვითხოვდი მე შეცოდებას,
ატირებული სიმარტოვეთი.
არ იყო ხელის გამოწოდება
და არ გამათბეს სოფლის პოეტი.
ბოლოს ვიპოვე კეთილი ძაღლი
და გულზე ძაფით შევაბი გული,
მაგრამ წამება მან გამიახლა _
ორივე ვნახე მე დაკარგული.
ასე _ ბედისგან დამოკლებული
დავდივარ, კაცი უღარიბესი:
გული თრევისგან გამოქლიბული
და გასრესილი ჩემი ჩიბისი.

??????