სოფელს შერჩენილი ბებერი ხევსურები...
_ ნეტა, ე წყალნ თავქვ რად მიდიანავ,
_ ჩვენაც ჩავუყვებით წყალსავითა,
მოდი, აეს ყანწიც გადამისვი,
არაყათ კიდევაც ამავიტან.
_ დადეგ! უკვე ცისპირ შამაგვემტვრა,
კლოვ გავუგონთდებით, არახელა.
ეს თქვა,წეკვა ჩუმად გაახვია,
ბოლ სულში ეცა და ჩაახველა.
_ მახსონს, ერთხან როსამ გადავლოთდი,
დიაცმ, აღარ შასვავ დამაფიცა,
ეხლა აღარვინ მყავ დამფიცები,
აი ზენ აყრავა კუთვნილ მიწა.
მერე ხელ ჭიქისკე გააცოცა,
_ ესივ შაუნდნასავ შამამბრუნავს,
იმდენ მინახავო ცხოვრებაში,
ამ გულს, ვეღარავინ გამიკურნავს.
_ მგონი, ამ წელს დიდ თოვლ გვემუქრების,
უკვე ჩამოთეთრდა მთების წვერებ.
სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ,
აბა შვილ-ზლებს აქ რა გააჩერებს.
უკვე, ჩვენ-ჩვენ დრო-ჟამ გადავძოვეთ,
თმასაც გაერია თოვლისფერა,
აღარც სიკვდილ-ოხერ აღარ მადის,
ნეტა ღმერთმ როდისად დაგვიწერა.
ისხდნენ, ღამეს მხრებზე ილეწავდნენ,
ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა
და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ,
მზე როდისღა ამოემთისწვერათ.