მურღულია გია
გაზიარება

მე ვიცი 

მე ვიცი, ჩემში შენც რომ ხმიანობ,

საუკუნეთა ძვირფასო მტვერო,

ძველო ქართველო, მგზავრო გვიანო _

მომავლის ხეზე წარსულის ღერო.

ყოველდღე ვფიქრობ მე შენი ფიქრით

და ჩემს ღიმილში ხშირად ჩანს შენიც,

მერმისისაკენ ჩვენ ერთად მივქრით,

დროის რაშები თანაბრად გვშვენის.

გამოვებმები მალე უთუოდ

მეც მაგ წარსულის ღირსების ღეროს,

ვიღაც მესამე ქართველმა კაცმა

ისტორია რომ თამამად წეროს.

??????