ნადირაძე სოსო
გაზიარება

ზამთრის მოლოდინს 

ზამთრის მოლოდინს
ოცნებები გაუფანტია
და შემოდგომას
გაუბია
მწუხრის ლარები,
შემკრთალ მწვერვალებს
მოუბურავთ
ნისლის მანტია,
სულ სხვა ქვეყნიდან
დარეკავენ
მალე ზარები...
ამინდი ისე
შეიცვალა,
თითქოს მარტია,
თითქოს მოლოდინს
გამოეღოს
ყველა კარები,
შენი არყოფნის
ნაფეხური
გულზე მატყვია
და ჩემი ყოფნა
გახდა ასე
აუტანელი...

??????