ნარიმანიძე სილოვან
გაზიარება

დრო მოვა და... 

რა ვუყოთ, რომ სიჭაბუკე
მიჰქრის, მიეჭენებაო,
დრო მოვა და მედიდური
მზეც კი ჩაესვენებაო.
სად იქნება, ნეტავ მაშინ
შენი ნაზი მშვენებაო,
სად იქნება, ნეტავ, ჩვენთა
დიდთა დღეთა ხსენებაო,
შორს წასული იმედების
კვლავაც აჩანჩქერებაო,
შენ არა და,
შენს მაგივრად
ღამე მომეფერებაო.
რა ვუყოთ, რომ სიჭაბუკე
მიჰქრის, მიეჭენებაო,
დრო მოვა და მედიდური
მზეც კი ჩაესვენებაო...

??????