ოდიშარია გურამ
გაზიარება

ღამის ორი საათი. სოხუმი 

შუაღამე. წვიმა.
მთვლემარე გემი.
ტუჩებზე მარილის გემო _
ამბორი ზღვის.
უკაკუნებენ შენი ფეხსაცმლები
სულშეწუხებულ ქვაფენილს.
არავინ გადმოგძახებს
მეორე ქუჩიდან მენავესავით:
`როგორა ხარ?~ ან
`როგორ მიდის შენი საქმეები?~
უკაცრიელი სანაპირო.
ზღვის დუმილი ბრძნული.
სიცივე. პალმების ქარი.
მიყვარხარ.
ადგილშეცვლილი სახლები.
უპატრონო ძაღლი ცრემლივით
მოედინება ქუჩის ღაწვზე.
დაბრმავებული ლამპიონი, ფანჯრები.
მიყვარხარ.
ნეტავ, მალე გამოჩნდებოდეს
მშობლიური სახლი, ნეტავ.
გამოიქცევა ბალახი ლეკვივით.
აგილოკავს ფეხსაცმელს.
და თუ მონატრებამ მუხლები მოგკვეთა,
ხელისგულებსაც აგილოკავს იგი,
სახესაც.

??????