მურღულია გია
გაზიარება

ჯვარი მოჩანს 

ჯვარი მოჩანს _ ცისკენ გზად
მთის მწვერვალის სტუმარი,
მიყვარს მისი ხატება,
სამგზის გაუხუნარი.
ის მთა მე ვარ, პაპისგან
მერგო მასპინძელობა
და მაცხოვრის თვალების
მარადი ენძელობა.
კაცთა ყინვას სანთელით
სითბოს ვაძლევ მეც იმდენს,
რომ იესოს შემთხვევით
ზამთარში არ შესცივდეს.

??????