ლომიძე ეკა
გაზიარება

ნადირს შეეშვი 

ბიჭავ, რა უფხო ყოფილხარ, დიაცის მსგავსო ზნითაო,
გულს გაძლევ, რამ შეგაშინა, შეგიტევ განა ხმლითაო.
რას ჩამოგტირის თავ-პირი, ნადირს რას დასდევ ღრეშია,
მამხედე, სანამ შენკენ ვარ, სხვას ჩავვარდნივარ ხელშია.
რაიზედ ირცხვენ კაცობას, რას მემალები თემშია.
აკი გეწევა მაცდური, ყოველ წამს ფიქრით ჩემშია.
წუთია ჩვენი ცხოვრება, ხვალემ არ იცის ხვალისა.
დროს რაზედ კარგავ სულელო, გულისკარს მოსკდი ხალისად.
შემინთე ვნების საკირეს მაგ შენი ცეცხლის ალები,
ისე ამავსე სიამით, ქვეშ-ქვეშ გიცქერდნენ თვალები.
ბიჭავ, რა ლექსად მაქციე, ნეტავ მქნა სხივი მზისაო,
გულს გაგილღობდი გაყინულს, მკერდში რომ გიდევს ქვისაო.
ნადირს შეეშვი ვაჟაუ, მე გამომყევი ხევშია,
ალერსით მოგეყოილო, ჩამაგადნები ხელშია.

??????