ნადირაძე სოსო
გაზიარება

კახეთი 

ვნახე კახეთი,
დაღარული შრომით მარჯვენა,
სივრცეს გავხედე
და ვიგრძენი ქვეყნის გაჩენა...
გავდა აკიდოს
ვენახების ასომთავრული,
ლერწზე ეკიდა
სიყვარულის ცეცხლი ფარული.
ზეცა შუქს ანთებს,
ალაზანი დინჯად დუდუნებს,
ვხედავ მწვერვალებს
და გუმბათებს მზით დახუნძლულებს.

??????