სვიმონიშვილი პაკო
გაზიარება

მესხეთი 

თაკარა მზეში შლის სამხრეთი სივრცეთა ხალისს,
ველზე შეიხდენს ცხელი ზეცის კრიალს სოსანი
და სინანულში დამწვავს გზნება მარად ახალის,
ცივ მდინარეზე გადაივლის გვირგვინოსანი.
და სიღრმეებში მიმოიძვრის სული კალმახი,
შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს,
თუ ღამეების წყვდიადს ფრთხილი კალამი ახლე,
ის ხელთუქმნელი ვარსკვლავების ოქროს დაიფრქვევს.
ისევ ჩამღერალ ჩქერალს ჩავჭრი ბასრი ფარფლებით,
ბედს დავუსხლტები, იოლ ფონს არ დავეშურები,
სიტყვა ლითონის ცეცხლით სხმაში დანაფერფლები,
წამლეკავს თვალის ისრიმი და ბუდეშურები.

??????