ჯაფარიძე ზურაბ
გაზიარება

ბედიაში 

თითქოს ბაგრატმა აქ საფლავი შეაზანზარა,
ვინ გაამრთელებს საქართველოს გაბზარულ გვირგვინს,
ნუ სწუხ, მეფეო! მთელი ერი ფეხზე დამდგარა,
შეუღებიათ აფხაზეთი ურჯულოს სისხლით.
გაუღვიძიათ დიდგორის და კრწანისის გმირებს,
ბრძოლით ლესავენ დროჟამისგან დაჟანგულ მახვილს,
ჰოი, გმირებო, საქართველო თქვენი ხვედრია,
ჰოი, გმირებო! ვინც კი დარჩით გუმისთას, ტამიშს.
თუ კირითხუროს ხსოვნად დარჩა აქეთ ბედია,
თუკი მეზვრესაც ხსოვნისათვის წილად ხვდა ვაზი,
ო, თქვენ სიკვდილი, როგორც კვიცი გაგიხედნიათ,
საქართველოსთვის დაგიცლიათ საწუთროს თასი.

??????