ქალი
აქ იჯდა _ აი, ამ ადგილზე, ზღვა ფეხთით ეწვა და ტანზე მარტო ოქროსფერი მზის სხივი ეცვა. და ოქროსავით უგრძნობელი, მაგრამ გრძნეული, თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა მისი სხეული _ ოქროს ემბაზი, მარტოოდენ ფორმა და ხაზი... და ამის მადლით ეძლეოდა ყველაფერს აზრი!
|