ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

ასე თუ ისე 

ასე თუ ისე, ვარსებობ, ვცხოვრობ:
უბრალოდ, უხმოდ, კრძალვით და რიდით.
ვიცი შეცდომის თავი და ბოლო,
ვიცი ტკივილი _ მცირეც და დიდიც.
ასე თუ ისე, ვითმენ და ვუძლებ
ჩემს წილს და ისიც ვიცი და მჯერა,
თუ რა ფასი აქვს თბილ ხელს და ნუგეშს,
ან რას გულისხმობს დუმილში მზერა.
ასე თუ ისე, მინახავს ზღვაში
ჩამავალი მზის შუქი და ფერი...
და მეც სხვებივით ბუნდოვნად მახსოვს
ჩავლილ გრძნობათა დონე და ფსკერი.

??????