აბრამიშვილი მარი
გაზიარება

ვარძია 

მკლავი ჰქონდა ალბათ რკინის,
განა ქვა გული,
ვინც გათხარა ეს დევგმირთა
გამოქვაბული.
მისი სუნთქვა მინდა კლდიდან
გამოვიტანო,
ვინც გამოსჭრა სართულებად
ეს კლდე პიტალო.
აქ ყოფილა, ქვეყნად ვინც კი
გმირად შობილა,
საქართველო აქ ყოფილა _
ეს კლდე ყოფილა.
ვინც სახელი ამ გმირების
ცამდე ასწია,
ვინც დაიდგა უკვდავების
ძეგლი ვარძია,
ვინც ვერ მოჰკლეს,
ვისაც სისხლის
წვიმა აწვიმდა, _
საქართველოს გაუმარჯოს,
ბუდეს არწივთა!
მზე _ წითელი,
მტკვარი _ ნელი,
სიო ფოფინა _
აქ ყოფილა საქართველო _
ეს კლდე ყოფილა.

??????