მეო..
ჩემი ფიქრები ოქროსფერ ლაბირინთებად იქცნენ,
რომლებშიც უსასრულოდ დავხეტიალობ
და კარს ვერ ვპოულობ..
ჩემი სიტყვები მგლების ყმუილია,
გაურკვეველი და უმისამართო,
მაგრამ საოცრად მგრძნობიარე..
ჩემი თვალები შენი სარკეა
და მათში ყოველდღიურად მილიონი “შენ” ირეკლება,
მაგრამ მათგან მხოლოდ სამს სურს “მე”:
მზეს, მთვარეს და ნაგვის ურნას...
ჩემი შარვლის ჯიბეები ნაგავსაყრელებია,
რომლებშიც ინახება მთვარის ფოტოსურათი,
ჭუჭყიანი ირემი დახლართული რქებით
და სიამაყე..
რად გინდა ლირიკა,
როცა ცას ვერ მართავ,
ვიცი გამირიყავ,
ვიცი გადამმარხავ,
რად გინდა ჭაობი,
ბგერების მკვლელობა,
მე - არარაობა,
შენ - მიმზიდველობა..
რად გინდა მორალი
ხმლით ამოქარგული,
მე - ნამათხოვრალი,
შენ - გადაკარგული..
მე მწვავს ცხელი ქარის ნექტრიანი პირი..
მე მწვავს ყინულების ცივი სურნელი..
მე მწვანე ფიფქების სამშობლოში დავიბადე..
მე მწოლიარე ოცნებების ეზოში გავიზარდე..
მე მწუხარე გვირილების ქვეყანაში ვცხოვრობ..
მე უმწიკვლო ვარ, როგორც პოეტი
და გახრწნილი, როგორც გალაკტიონი..
შენ კი ადამიანო ჩონჩხებს ეტრფი..
ლორწოვან სხეულებს ემონები..
დუჟჩაქცეული თვალების გჯერა..
გამოდით, დადექით ოცნების საზღვარზე,
გამოდით, შეხედეთ ტალახის ქვეყანას,
აქ არვინ არ ფიქრობს მომავლის საგზალზე,
აქ გვირგვინს ეკლების ტყე შემოეხანა..
გამოდით, ჩახედეთ თვალებში მათხოვრებს,
გამოდით, იგემეთ სისხლის კოქტეილი,
თქვენგან დღეს სინდისი ფიქრებს ინათხოვრებს,
თქვენგან დღეს ჯოჯოხეთს მიუვა წერილი..
ოქროს ოკეანე ასი ათასჯერ ბევრ ვულკანს ინახავს,
ვულკანები გრძნობენ ზეწოლას,
კრატერები ფართოვდებიან,
შიგნით დუღს უსამართლობა..
დუღს ტკივილი..
დუღს სული..
ოკეანეს ეცოდება თავისი შვილები
და ერთხელაც გადაწყვეტს რომ გაათავისუფლოს ისინი,
ის მოიგლეჯს საკუთარ საშოს
და ათასწლეულებით ნადუღარი ლავა
თითოეული თქვენგანის ტვინებს გადაეღვრება..
და დაწვავს როგორც დაწვით ბრუნო..
და დაახრჩობს
როგორც უამრავ, ქვეყნად მიმობნეულ იუდას ნაწილაკებს..
მე კი მიყვარს იუდა..
რადგან მან აღიარა და შეიყვარა სიკვდილი..
დუმილი მიხეთქავს დანაცრულ ბაგეებს,
პირიდან მასკდება მაგმური ცხელება,
მალე თქვენ დალეწავთ ჩემს თვალებს - სარკეებს,
მალე თქვენი თმები შემომეთელება,
ოქროს ვულკანები დახრავენ კიდურებს,
დაანაკუწებენ თვალების უპეებს,
მე თქვენი ცრემლები ვერ გამაბითურებს,
მე უკვე ვუყურებ ცრუ სისხლის გუბეებს..
ჩემი ფიქრები ოქროსფერ ლაბირინთებად იქცნენ,
რომლებშიც უსასრულოდ დავხეტიალობ
და ვეძებ მინოტავრს...
და ვეძებ საკუთარ ანარეკლს..
და გეძებ შენ, მეო...
რომლებშიც უსასრულოდ დავხეტიალობ
და კარს ვერ ვპოულობ..
ჩემი სიტყვები მგლების ყმუილია,
გაურკვეველი და უმისამართო,
მაგრამ საოცრად მგრძნობიარე..
ჩემი თვალები შენი სარკეა
და მათში ყოველდღიურად მილიონი “შენ” ირეკლება,
მაგრამ მათგან მხოლოდ სამს სურს “მე”:
მზეს, მთვარეს და ნაგვის ურნას...
ჩემი შარვლის ჯიბეები ნაგავსაყრელებია,
რომლებშიც ინახება მთვარის ფოტოსურათი,
ჭუჭყიანი ირემი დახლართული რქებით
და სიამაყე..
რად გინდა ლირიკა,
როცა ცას ვერ მართავ,
ვიცი გამირიყავ,
ვიცი გადამმარხავ,
რად გინდა ჭაობი,
ბგერების მკვლელობა,
მე - არარაობა,
შენ - მიმზიდველობა..
რად გინდა მორალი
ხმლით ამოქარგული,
მე - ნამათხოვრალი,
შენ - გადაკარგული..
მე მწვავს ცხელი ქარის ნექტრიანი პირი..
მე მწვავს ყინულების ცივი სურნელი..
მე მწვანე ფიფქების სამშობლოში დავიბადე..
მე მწოლიარე ოცნებების ეზოში გავიზარდე..
მე მწუხარე გვირილების ქვეყანაში ვცხოვრობ..
მე უმწიკვლო ვარ, როგორც პოეტი
და გახრწნილი, როგორც გალაკტიონი..
შენ კი ადამიანო ჩონჩხებს ეტრფი..
ლორწოვან სხეულებს ემონები..
დუჟჩაქცეული თვალების გჯერა..
გამოდით, დადექით ოცნების საზღვარზე,
გამოდით, შეხედეთ ტალახის ქვეყანას,
აქ არვინ არ ფიქრობს მომავლის საგზალზე,
აქ გვირგვინს ეკლების ტყე შემოეხანა..
გამოდით, ჩახედეთ თვალებში მათხოვრებს,
გამოდით, იგემეთ სისხლის კოქტეილი,
თქვენგან დღეს სინდისი ფიქრებს ინათხოვრებს,
თქვენგან დღეს ჯოჯოხეთს მიუვა წერილი..
ოქროს ოკეანე ასი ათასჯერ ბევრ ვულკანს ინახავს,
ვულკანები გრძნობენ ზეწოლას,
კრატერები ფართოვდებიან,
შიგნით დუღს უსამართლობა..
დუღს ტკივილი..
დუღს სული..
ოკეანეს ეცოდება თავისი შვილები
და ერთხელაც გადაწყვეტს რომ გაათავისუფლოს ისინი,
ის მოიგლეჯს საკუთარ საშოს
და ათასწლეულებით ნადუღარი ლავა
თითოეული თქვენგანის ტვინებს გადაეღვრება..
და დაწვავს როგორც დაწვით ბრუნო..
და დაახრჩობს
როგორც უამრავ, ქვეყნად მიმობნეულ იუდას ნაწილაკებს..
მე კი მიყვარს იუდა..
რადგან მან აღიარა და შეიყვარა სიკვდილი..
დუმილი მიხეთქავს დანაცრულ ბაგეებს,
პირიდან მასკდება მაგმური ცხელება,
მალე თქვენ დალეწავთ ჩემს თვალებს - სარკეებს,
მალე თქვენი თმები შემომეთელება,
ოქროს ვულკანები დახრავენ კიდურებს,
დაანაკუწებენ თვალების უპეებს,
მე თქვენი ცრემლები ვერ გამაბითურებს,
მე უკვე ვუყურებ ცრუ სისხლის გუბეებს..
ჩემი ფიქრები ოქროსფერ ლაბირინთებად იქცნენ,
რომლებშიც უსასრულოდ დავხეტიალობ
და ვეძებ მინოტავრს...
და ვეძებ საკუთარ ანარეკლს..
და გეძებ შენ, მეო...