ხალხურ კილოზე
ერთ ქალად შენი ტანი ღირს, შხვართი ჭოროხის პირზედა, ორ ქალად - შენი ზრდილობა დამყნილი გვარის ძირზედა, სამ ქალად - შენი ზნეობა, ჯაჭვი ნამუსის ღილზედა, ეს ლექსიც მაგათ ბრალია ასე რომ ამიმიზეზდა. ჯერ არ შობილა პოეტი, არ მინდობოდეს იმედებს, შენში ამდენი ქალია ერთს ალბათ გამოიმეტებ!
|