ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

ელ ა ნასერს  

ადრე გითხარი, ჩვენს ქალაქში დაირღვა სივრცე,
პროპორციები, ატმოსფერო, ჟანგბადი,  წნევა.
ვიზოგავთ ნაბიჯს ამ კიდიდან იქეთ კიდემდე,
ბოლო სიტყვა კი, სულ ყოველთვის უთქმელი რჩება.
ვსუნთქავთ გზადაგზა აჭრილ ჰაერს როგორაც მაშინ,
ჩვენ, სოლომონის კუნძულები და ოკეანე.
წყალი ნელთბილი, საზღვარი კი რომელსაც გავცდით
უფრო გრძელია, ვიდრე ყველა პოეტის კაშნე.

??????