ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

გახვრეტილი ჯიბეები 

ჰოდა, ეს ეჭვი გულის
შიდა კედელს მიბურღავს,
იქნებ, არ ღირდეს ან ღირდეს და
ფასში ვცდებოდე.
ნეტა შემეძლოს დავხურდავდე ახლა,
ამ წუთას გროშად და 
შენი ჯიბის ფსკერზე დავეშვებოდე.

ყვითელი ქოლგები
როდესაც გემები უშვებენ ღუზას
და ჩნდებიან
ნაპირი ივსება,
ნაპირებს აწყდება ზღვა ხალხი.
იცლება გემბანი,
ელი და დაეძებ შენიანს,
დაეძებ სულ ბოლო,
დაღლილი მგზავრების ანფასში.
მერე კი,
ქაღალდის მოლურჯო-ცისფერი გემები,
იბამენ ლითონის ღუზებს და
თანდათან ქრებიან.
უმზეო ამინდებს ანაცვლებს
ყვითელი ქოლგები
და ყველა იმედი

??????