ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "აბრა, რომელიც შუა ცაზე ისე ჰკიდია"  

აბრა, რომელიც შუა ცაზე ისე ჰკიდია
ვით ოქროს თევზი ვერცხლის კაუჭზე,
აქეთ-იქით აბრუნებს სიო:
”ღია არის”
”დაკეტილია”...
და რა გავიგო?

სხვა გზა არაა, ავდგები და დავაკაკუნებ.
დავტოვე ოთახი, ბუხარი და სამფეხა სკამი
ვბრუნდები ისევ, ჩაქუჩით და ერთი ლურსმანით.
ვაჭედებ სკამზე მეოთხე ფეხს.
განა იმიტომ?!..
არა, უბრალოდ...
ეს, უბრალოდ,  წესია მაინც.

სიყვარული 
ერთი ხელი ლოგინი:
ბატის ბუმბულით გატენილი ერთი ბალიში,
ბამბის ერთი ლეიბი და
ერთიც - მატყლის საბანი (ისიც ნამზითვარი).
ამ ერთადერთობაში აღმოჩნდა ისე, 
რომ ორივემ ავიკიდეთ ფილტვების ანთება.

აჯობებს ვგონებ,
რომ ერთერთმა მაინც დაზოგოს ჯანის სიმრთელე.

-შენ იატაკზე დაიძინე, ძვირფასო...

??????