ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "რას ელოდები აქ"  

რას ელოდები აქ,
დასიცხულ წვიმების ჩრდილში?!
მუჭში თავმოყრილ სუნთქვებიდან
შერჩები ვერც ერთს.
ლანდივით დგახარ,
ქუჩის ბოლო ლამპიონივით
(როგორც შემომდგარს სანახევროდ 
სიბნელის ველზე),
ბარბაცით მიგაქვს ჭარბი წონა
სულის ნაპრალთან,
ხელის გაშვება  არგაშვებით ცდი
და აშინებ
(მიყრუებული ნავსადგურის იახტებს გვანან
ჩვენი ხელები, შეჩვეული წყალმარჩხ ნაპირებს).

??????