ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "ბგერები"  

ბგერები,
იოგებს მიბმული აუშვი,
ჯაჭვებით დააბი ამტყდარი სიჩუმე.
ისროლე,
სუნთქვიდან სუნთქვამდე ხმაურში
და ყველა ფანჯარა ნახევრად მიუგდე.
ჩამარცვლე სამასჯერ დახრული დუმილი
(ფილტვებში ინახავ წელგასულ აირებს),
ისუნთქე...
ცოტაც და...ხმაურსაც დაბადებ
(მერვე ოქტავიდან აკორდი აიღე) _
ბიჭია!
შეზღუდეთ სიჩუმის ტირაჟი _
ქალებმა წალეკეს ქვეყანა, წაიღეს...

-----> <----- 

მე ტროტუარზე ქუჩის ბოლოს ვუცდი
და ვიცი, ისიც ჩემსავით გაებმება 
ნაბიჯებს შორის გადაჭიმულ ობობას ქსელში.

??????