ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "კაცები და არაკაცები" ექსკლიუზივი

კაცები და არაკაცები 
გადახურებული სადენები გრილდებიან. ახალი წრედებისთვის ემზადებიან (იქნება მოკლე ჩართვისთვისაც).
ყეფა. ყივილი.
აქა-იქ.
იქა-აქ.
რიჟრაჟი.
რაჟრიჟი.
მზე მიაგავს მატარებელს.  მოაყვირებს შორიდან. ამ ხმაზე  ბაქანი იშმუშნება.
ემზადებიან მამლები, ძაღლები, კატები, კაცები და არაკაცები.
შეახტებიან არაკაცები მატარებელს.
შეახტებიან კაცები(ც).
ვაგონში წვანან არაკაცები.
სხედან კაცები.
ბაქანი ნომერი ჰაე.
ჩამოვიდნენ არაკაცები.
ჩამოვიდნენ კაცები(ც).
პუნქტუალური არაკაცები.
აგვიანებენ კაცები.

მოაყვირებს მალე მატარებელი.
არაკაცების და კაცების მატარებელი მატარებელი.
მალე.
ჰა და ჰა.

??????