ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * ჰო, მე მთვრალი ვარ 

ჰო, მე მთვრალი ვარ,ისიც ვიცი მეპატიება
ცოტაოდენი თავხედობა (რაა სანაღვლო?!).
გასახსნელია ყველა ფრჩხილი - მომეცი ნება,
ჩემი თითები შენს თითებზე გადავამრავლო.
რა საჭიროა იმის თქმა, რომ უნდა წავიდეთ,
როცა უსიტყვო არდარჩენა უდრის გაქცევას იქ,
სადაც სული ეხეთქება ცოდვის ნაპირებს და 
კენჭებს ვყლაპავთ ტკივილების დასაამებლად.
ეს იქეთ იყოს, მე აღარ ვთვლი თავს დამნაშავედ -
მეამდენეჯერ ავუარეთ დაკეტილ ონკანს და
თუ  ჩამოვლა დააპირო, მიდი და ნახე,
წყალი თუ მოდის,
მოსაკეტად თუ ღირს და
მოვალ.

??????