ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "მზე თვალებს იფარავს"  

მზე თვალებს იფარავს ხელებით _
შეხება მანძილთან იზრდება,
ნელდება კადრივით.
ხელებში ხელიდან...
გადასკვნის წრეწირის შემჩნეულ ბოლოებს_
აბრმავებს_
მზე თვალებს იფარავს ხელებით.
ნელ-ნელა ბნელდება 
ლაქებსაყოლილი და მზერააყრილი.
თავიდან ასწორებს:
გადათვლილ, მომართულ სიჩქარეს,
გაშლილი კუთხიდან სახსრებში დამტვრეულ,
გადამწვარ შაბლონებს (სინათლის ფერიდან
წელიდან წელში რომ გადასვლას ანდომებს).

დატოვე.
დამტოვე წერტილებს შორის.
გამოვთლი მონაკვეთს, გავდებ და ავითვლი
სადვაო საზღვრების სიმართლეს
აქედან იქამდე.
მოცურდნენ ციცაბო ტალღების ფერდობზე
ველომრბოლელები ფსკერისკენ,
გუნდ-გუნდად.
ნაკვალევს,
ანაბეჭდს წყლიდან გამოჭრილი მზეების წირებად ტოვებენ.
მზე  თავის თვალებს (ცხრავეს), მართობში ისწორებს.
ზეგ ამოყვინთავს გადაკვეთილი ფინიშის ხაზით _
გაწყვეტილ თალუსს ყელზე დაიხვევს ,
მოაბამს მზეს ვარაუდად იღბლიანი, 
და ისევ გუნდებად ,
ზანტი კადრივით აუყვება  ჭორფლიან დისკოს.

??????