მამისეიშვილი ნონა
გაზიარება

მენატრები! 

მენატრები! უფრო სწორად,
ნახვა მინდა შენი,
ვერა ხვდები? გაზაფხული
უკვე ვეღარ მშველის.
მოილია აპრილი და
დადგა ვნების კვირა,
მენატრები! უფრო სწორად,
შენი ნახვა მინდა!
ნახელები სიგიჟე და
აღტაცება გალხვა,
მენატრები! უფრო სწორად,
შენი მინდა ნახვა!
ეს დღეები და ეს გზები
გაყოფილან ორად...
მენატრები! ნახვა შენი
მინდა, უფრო სწორად!

??????