არაბული მერაბ
გაზიარება

მე და თქვენ 

როცა ზამთარი ფეხქვეშ გეგებათ,
მე იქ ლექსების კოცონთან ვთბები.
თქვენ თავზე მხოლოდ ზეცა გახურავთ,
მე პაპასავით ჭაღარა მთებიც.
მანდ გაზაფხული დაგიდგათ უკვე,
აქ ისევ თოვლის სიმაღლის ვრჩები.
თქვენ როცა წლები გაწვებათ მხრებზე,
მე მემატება მხოლოდ წამები.
ზოგჯერ მზის ჩასვლას დარაჯობთ ზღვასთან,
მე მზის ამოსვლას ჭაუხში ვხვდები.
თქვენ თუ ცხოვრებას უწოდებთ ლამაზს,
მე _ ულამაზესს და მეცოდებით...

??????