რატიანი ზვიად
გაზიარება

ნარჩენები 

ვათავისუფლებ საკუთარ თავს სახელებისგან,
ვათავისუფლებ ჩემს ჯიბეებს,
ვათავისუფლებ ფეხსაცმელებს და ვტოვებ გზაზე.
ღამით უკან ვაბრუნებ საათს.
საოჯახო ალბომს ვფურცლავ და ვუყურებ პატარა ჩემთავს.
 
კარგს რას მომიტანს? საათებმა გააკეთეს თავისი საქმე.
ვამბობ ჩემს სახელს, ვამბობ ნახვამდის.
ქარს მიაქვს ყველა ჩემი სიტყვა თანმიმდევრობით.
მე მიყვარდა ჩემი ცოლი, მაგრამ გავუშვი.
 
ჩემი მშობლები წამოიჭრენ სავარძლებიდან
ღრუბლების რძისფერ ოთახებში.
როგორღა ვმღერი?
დრო მეუბნება თუ ვინა ვარ, ვიცვლები და ვრჩები იგივე.
ვათავისუფლებ საკუთარ თავს ცხოვრებისაგან და ცხოვრება რჩება იგივე.

??????