შიოლაშვილი ირმა
გაზიარება

* * * "მომიფონებენ გულზე იმედად" 

მომიფონებენ გულზე იმედად
სიზმრებს, ფერებით შენაკოწიწებს,
და მერე, ალბათ, დარდის ქვეყნიდან
ნაბიჯარევით მოსვლა მომიწევს,
ჩამოდნებიან თეთრი ღრუბლები,
დამეღვრებიან მხრებზე ჯიუტად
და ქარი მზესთან გასაუბრებით
სულს სიყვარულის ყვავილს მიუტანს.
საოცარია, როცა მციოდა
გულზე ყინულის ლოდი დამადეს,
ჩემს ნაკვალევზე ქარი კიოდა,
ქარი კიოდა მოაქჟამამდე,
მოაქჟამამდე მომყვა სიფითრე
ყოფიერების ვერშეთვისების
და, ამიტომაც, გამორჩეულად
მესხვისებით და მეთავისებით,
ღმერთია მოწმე, არ მყვარებია
არსებული და შექმნილი ჯერაც,
რწმენა დავკარგე სიზმრის საზღვართან,
რწმენა დავკარგე და მაინც მჯერა,
რომ მომიფონებთ გულზე იმედად
სიზმრებს ფერებით შენაკოწიწებს
დე, მერე, ალბათ, დარდის ქვეყნიდან
ნაბიჯარევით მოსვლა მომიწევს.

??????