კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ევას სონეტი 

ადამის ძენო, ყურს ნუ უგდებთ ამ სულელ ადამს,
მისგან ღალატი არაერთხელ მეც მაქვს განცდილი.
კარგად მიირთმევს თვითონ სხვათა მსხალსა თუ ატამს,
ვერ მოინელა ერთი ვაშლი ჩემგან გაწვდილი.
თავის მართლებას, კარგად ვგრძნობ, რომ ფუჭად ვუნდები,
რას მემართლება, ან რა უნდა ჩემგან ნეტავი?!
კაცი მინდოდა ძარღვიანი, მთრთოლავ კუნთებით,
არა სამოთხის ნებიერი, მშვიდი, ნეტარი.
ადამს უნდოდა, მხოლოდ თავის ნეკნად ვენახე,
მე კი ქალი ვარ და, ვისაც მსურს, იმას ვევნები,
მე კაცი მინდა მხვნელ-მთესველი და მევენახე,
რომ ღვინობისთვეს დამიწუროს ძუძუ-მტევნები.
ვისგან ვისაც ვშობ, ადამ, მაინც ერქმევა შენი,
მაინც ყველანი იქნებიან ადამის ძენი.

??????