არაბული მერაბ
გაზიარება

* * * "ვაჰ, რა უდროოდ მომწყურდი" 

ვაჰ, რა უდროოდ მომწყურდი, რა ვქნა?! უბრალოდ თოვდა,
მრავალგან თავ-პირ ნამტვრევი, ქარი შავ ღრუბლებს ქსოვდა.
საღამო იყო, ფიფქებმა, თითქოს მაჩუქეს ეს სული...
ბილიკზე მოვაგელვებდი იაბოს გიჟი ხევსური.
არაგვის პირზე, დუქანთან, გადმოვუჩინდი ღრეობას,
ლუდით გამომტყვრალ ვაჟკაცთა ლექსების მონაცვლეობას.
ყანწებში ჟიპიტაური, რა ალმასივით ელავდა,
ვიღაცა ფანდურს უკრავდა, ვიღაცა გარმონს წელავდა.
მეაც მიძახეს, ჩამოვხტი, ცხენ იღლიაში ვიჩარე,
გამოვერიე არაგვში, ხან მის ჩქერებთან ვიშარე.
მივედი... მაშივ მაჯახეს, ლუდიან საწდე გავსილი,
ბოლომდე გადავიწურე, არ დავუტოვე მაცილი.
მალედავ გამოვემშვიდე, მიელვარებდნენ თვალები...
ჩუმ-ჩუმად მზერას მტყორცნიდნენ, ლაღი ხევსურის ქალები.
გული კი სხვისკენ იწევდა, სადაც ეგულა ბადახში,
ქალავ... ისრ მომენატრე რო, შენთან მოვდივარ ქალაქში.

??????