გიორგაძე ნონა
გაზიარება

სათხოვარი დედას 

დედა, დღეს რაღაცა უნდა გთხოვო,
უნდა გამიხდე ამის თავდები,
რომ არასოდეს არ დაბერდები,
რომ არასოდეს არ დამთავრდები.
დღეს მომენატრე, როგორც არასდროს,
ვეღარ ვმშვიდდები, ვეღარ ვწყნარდები,
სულგაყინული, როგორც ყოველთვის,
უნდა გამათბო, ნუ დამზარდები.
დედა, უშენოდ გავვერანდები,
დედა, უშენოდ გავნიავდები.
ვიწყები ფიქრით, ვიწყები ლოცვით,
მერე ცრემლით და ნატვრით ვმთავრდები.
მანამდე, ვიდრე მომედარდები,
შენ ხომ იცოცხლებ, შენ ხომ იქნები?
უნდა გამიხდე ამის თავდები.

??????