გელოვანი მირზა
გაზიარება

ნაგვიანევი სიზმარი 

მტკვარს შებოჭავს დარკინული რკალი,
ხიდი უცდის ღამეს ნათილისმარს
და მდუმარენი: მე და ერთი ქალი
ყურს დავუგდებთ ნაგვიანევ სიზმარს.
ცის სიღრმეში ვარსკვლავები კრთიან,
ვერის ხიდზე აკვნესდება ქარი,
შემოგჩივლებს, რომ სადღაც ხეს სჭრიან,
ჩვენ მოვისმენთ: მე და ერთი ქალი.
ნათურები მთის ქიმებზე სხედან,
ოქროს თასი სხივებს აბნევს ხვეულს,
ელექტრონზე შეჩერდება ხედვა
და თბილისი წაიგრძელებს სხეულს.

??????