ფუტკარაძე ოთარ
გაზიარება

სად მდებარეობს მთა, რომელზეც ანდრია პირველწოდებულმა რკინის ჯვარი აღმართა 

უფლის ცად ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებს მოევლინა სულიწმინდადა აღავსო საღვთო შემეცნებით და სიბრძნით, სასწაულთმოქმედების ნიჭით და საუფლო საქმის აღსასრულებლად დაინაწილეს ქვეყნები.”_ გვაუწყებს  მესხური გადმოცემა, რომლის ყველაზე ძველი ვერსია ბერძნულენოვანმა თხზულებამ (მანუელ კორინთელი) შემოგვინახა.

საქართველო ღვთისმშობელს ერგო . . .

ქართლის ცხოვრებისთანახმადღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში ანდრია პირველწოდებული მოავლინა – “მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა. და გამოისახა ხატი ესევითარიდა ანდრიას გადასცა.

ამ ფაქტს მესხური გადმოცემა ასე აზუსტებს:

იერუსალიმში მარიამი ლუკა მახარებლის სახლში ცხოვრობდა. ანდრია პირველწოდებული ლუკას ეწვია და შეევედრა, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ფიცარზე აღებეჭდა.

ლუკამ თხოვნა შეუსრულა.

ვიდრე შორეულ გზებს დაადგებოდა, ანდრია წმინდა დედასთან მივიდა, მისი ხატება აჩვენა და უთხრა:

_ ჩემო დედოფალო! ეს ხატი გზად მიმყავს, როგორც უძლეველი მფარველი.

_ ჩემს მიერ ნაშობი ღვთის სიტყვა იყოს შენთან. _ დალოცა ღვთისმშობელმა და დააბარა, _ ამიერიდან მეც თანამოგზაური გექმნები შენ სარწმუნოების ქადაგებაში.

ივერიაში შემობრძანებამდე ჭეშმარიტი ქადაგებით არაერთი ქვეყანა მოვლო დაშევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების და იწყო ქადაგებად სახარებისა.”

საქართველოში შემოსვლამდე ურწმუნოთაგან ბევრი განსაცდელი გადაიტანადა შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველივე მადლობით დაითმინა, ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად.”

ბუნებრივია, კეთილგანწყობით არც დიდაჭარას შეხვედრიან.

მაშინ ანდრიამადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელიც იგი ვიდრე დღესაცა დაუწყვედლად აღმოსდის.”

ამის შემდეგშემოკრბეს ყოველნივე ყოვლით კერძო მკვიდრნი მის ქვეყნისანი, და ნათელისცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა.”

დიდაჭარელნი  ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე რომ მოაქცია, ღვთის სახლის აგება განიზრახეს დააღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.” მღვდელ-დიაკონნიც დაადგინეს და ღვთისმსახურებას შეუდგნენ.

მოაწია ჟამმა ანდრია პირველწოდებულის გამგზავრებისა. მაშინ დიდაჭარელნი მიეახლნენ და მოციქულს სთხოვეს,  “სასოდ და მცველად ჩვენდა,” ღვთისმშობლის ხატი დაგვიტოვეო.

ანდრიამ ფიცარი აიღო, ხატს დაატოლა და ღვთისმშობლის გამოსახულება მასზე გადავიდაასლი დიდაჭარლებს გადასცა და მათაც ხატი დიდი სასოებით ეკლესიაში დაასვენეს.

მემატიანეთა გადმოცემით ანდრია პირველწოდებული ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმე შემოვიდა. ერთ-ერთი სტუმრობის დროს სიმონ ქანანელთან და მატათასთან ერთად ეწვია საქართველოს და იქადაგაქვეყნად ქართლისასა ვიდრე მდინარემდე ჭოროხისა.”

იოანე ანჩელის (“გალობაი ანჩის ხატისანი”) აზრით, იგიუღაღოთა ღადოსათა კლარჯეთისასაჰიერასპოლისიდან (სირია) შემობრძანდა და ანჩაში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დაავანა. ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ ამ ხატის სახელზე ეკლესია აიგო და საეპისკოპოსო დაფუძნდა. მხარე თურქ-ოსმალებმა რომ დაიპყრეს, მოსახლეობა გაამუსლიმანეს.

ბუნებრივია, წირვა-ლოცვა შეწყდა  და საეპისკოპოსოც მოიშალა. მაცხოვრის  ხელთუქმნელი ხატი თბილისელმა ვაჭარმა ამირჯანა იევანგულაშვილმა გამოისყიდა და ქართლის კათალიკოს დომენტი მეორეს მიჰყიდა (1660-იანი წლები). განახლებული ხატი თბილისის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს (ახლანდელი ანჩისხატის ეკლესია).

ზოგიერთი მკვლევარი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას ლეგენდად თვლის (თუნდაც ასე იყოს, უსაფუძვლოდ არც ლეგენდები იქმნება).

აკადემიკოს ანდრია აფაქიძეს საქართველოში  ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების მისიონერულ მოღვაწეობაში ეჭვი არ ეპარება.

ახლახან გამოცემულსაქართველოს ისტორიისოთხტომეულის პირველ ტომში ვკითხულობთ:

ქართული კულტურის ახალი აღმავლობის ხანა დადგა ორი ათასი წლის წინ, როცა წმინდა მიწამ საგანგებო ინტერესი გამოამჟღავნა ქართველთა სამშობლო ქვეყნისადმისაქართველოში  ქრისტიანობის დამკვიდრება მარიამ ღვთისმშობელს მიენდო და საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად სცნეს.                                       .”

მაშ, ასე: როდის და რომელი გზით შემოვიდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში?

მოციქული ჩვენი ქვეყნისაკენ გამოემართა მოკლე დროშიშემდგომად ამაღლებისა უფლისა.” ვახუშტი ბატონიშვილის აზრით იგი ქართლში 38 წელს მოვიდა. “ქართლის ცხოვრებამარშრუტსაც აზუსტებს: ნიგალიკოლაარტაანიტაოკლარჯეთი (ანჩა) – დიდაჭარარკინის ჯვარისამცხე (აწყური).

ჩამოთვლილ გეოგრაფიულ სახელთაგან თითქმის ყველა ცნობილია, მხოლოდ რკინის ჯვრის ადგილმდებარეობაა დაუდგენელი.

ხოლო იგი (ანდრია. ) წარემართა და გარადმოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი და იგი თვით ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართულ არს.” – ვკითხულობთქართლის ცხოვრებაში.”

ნიკო მარი რკინისჯვარს გოდერძის უღელტეხილზე ვარაუდობს, მაგრამ ისტორიულ თუ გეოგრაფიულ წყაროებში  ასეთი მთა ამ მიდამოებში არსად დასტურდება.

აქ ხომ არ იგულისხმება მდინარე სანალიისწყლის სათავესთან ახლომდებარე რკინისჯვრის გადასასვლელირომელიც სანალიის საიალაღო სადგომს გადმოჰყურებს, მით უმეტეს, რომ მასზე გამავალი გზა ოდითგანვე აჭარას შავშეთ-ერუშეთთან და ტაო-კლარჯეთთან, აქედან ფოცხოვის ხეობით კი მესხეთთან აკავშირებდა,

ამ ზეკარზე ამახვილებს ყურადღებას პროფესორი იური სიხარულიძე და აღნიშნავს, რომ დაბალი გადასასვლელის გამო იგი მგზავრთათვის ზამთარ-ზაფხულ მოსახერხებელი იყო.

მის წიგნშიშავშეთ-იმერხევივკითხულობთ:

ყვირალას უღელტეხილიშავშეთის ქედზეაქედან ერთი გზა დემურ-ყაფით მიდის (მარეთის ხეობა), ხოლო მეორე ყარა-გოლზე (სხალთის ხეობისკენ).

თურქული სახელწოდება დემურ-ყაფირკინის კარი  _ აქ რკინის ჯვრის სახენაცვალი ფორმა ხომ არ არის?

აჭარის დიდი ქომაგი და გულშემატკივარი ზაქარია ჭიჭინაძე შავშეთ-ერუშეთში ამ გზით გადადიოდა. ათი ათას ფუტამდე სიმაღლის მირატის (მარეთის..) მთებზე ასული მოგზაური-ეთნოგრაფი დიდხანს გასცქეროდა გაღმა-გამოღმა საქართველოს და მისი სიმშვენიერით ტკბებოდა:

ჩრდილოეთით მშვენიერი და სამოთხის მსგავსი მირატის ხევი . . .

მოგზაური იმერხევს კარგათ მაშინ შენიშნავს და წარმოიდგენს, როცა ის მირატის მთაზე ავა და მთელ დასავლეთ საქართველოს გადახედავსაქედან ნათლად ჩანს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთებიც კი . . .

მირატის ხევიდან დასავლეთი საქართველო დავინახე, როცა ჩემ თვალწინ გადაიშალა ჩვენი დიდებული სამშობლოთვალუწვდენი სივრცის მექონი საქართველო . . .”

ზაქარია ჭიჭინაძეს მთებზე უამრავი ქვის ნამტვრევი უნახავს:

კაცს გააკვირვებს ის, თუ ასე ოსტატურად ამოდენა ქვები რამ დაამტვრია და ან საიდან გაჩნდა, როცა ხსენებული მთები სულ რბილი მინდვრებისაგან შედგება და არსად არაფერი კლდეები არ არის.” _ წერს გაოცებული მოგზაური.

აქ, უთუოდ, ძველი ნაგებობების კვალი ჩანს.

რკინიჯვრის გადასასვლელი იმითაცაა საყურადღებო, რომ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობსკილდის ქვაბები,” რომელთაგან ერთის სღრმე  ოცდათხუთმეტ, მეორისა თექვსმეტ მეტრს აღწევს, მესამე კი შედარებით მომცროა. მათ წინ მოშანდაკებული მოედანია, რასაც ხელოვნურობის კვალი აზის. ყველაფრიდან ჩანს, რომ ოდესღაც აქ მეუდაბნოე ბერები ცხოვრობდნენ. სანალიისწყლის მარცხენა მხარეს ქვაკაცებიან მომცრო სერს თუ გადაივლით, ბოსტანათში მოხვდებით. ამ ადგილისათვის ეს სახელი შემთხვევით არ დაურქმევიათაქ მრავლადაა ველური ფხალეული: დვალურა, დონდოლო, აჯორიკა, ღიმა, ნიორა (ნივრის ფოთლების მსგავსი შესანიშნავი სამწნილე მცენარე). ტყეებში უხვადაა წყავი, მოცვი, მოცხარი, ჟოლო, სხვა კენკროვნები, ნაირგვარი სოკოები, ნადირი და ფრინველი. აქ შეფარებულ კაცს თავის გატანა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.

 ბოსტანათის ერთ კლდეში, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, ბუნებრივი ქვაბულია, შუაში ქვის სვეტით. შესასვლელში უძველეს ადამიანს მიწა მოუზვინავს, რომელზეც ბალახი და მცირე ბუჩქნარი ამოზრდილა. ასე, რომ ეს ეხი ბუნებრივი ბინა თუ არა, თავშესაფარი მაინცაა. აქვე, საქართველო-თურქეთის გამყოფ ზოლთან ახლოს, მოედინებოდა უნიკალური მინერალური წყალი, რომელიც ბევრ სნეულებას არჩენდა და უამრავ ადამიანს იზიდავდა. გადმოცემით, ძველებს ხშირი სტუმრიანობისთვის ვეღარ გაუძლიათ და სამკურნალო წყარო ამოუქოლავთ.

რკინისჯვრიდან ამავე სახელწოდების ღელე იღებს სათავეს. რომელიც სანალიის საზაფხულო სადგომებს ზემოთ (ყორიებს უკან) მაღალი კლდიდან ულამაზეს ჩანჩქერად იშლება (რკინიჯვრის ჩანჩქერი). საიალაღო დასახლებასთან სამარილოდ წოდებულ ვაკეს ორი მხრიდან ბუნებრივ კედლად პიტალო ქარაფები შემოსჯარვია, ქვემოთ კი საყავრიას უღრანი იშლება.

ერთი სიტყვით, აქ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაც საუკეთესო პირობებია.

სანალიიდან იმერხევისკენ უძველესი გზა სანალიისწყალს ნაპირ-ნაპირ მიუყვება. ჭოლოდ წოდებული ადგილიდან ფერდობზე აინაცვლებს, შემდეგ ბუჩქნარს შუაზე ჭრის და რკინისჯვრის ზეკარის გადავლით შავშეთ-ერუშეთისკენ მიემართება.

იალაღის ახლომახლო გზა სამად იტოტება. მათგან მთავარი, რომლითაც მოიალაღეები დღესაც სარგებლობენ, სანალიისწყალს დაუყვება და სოფელ მახალაკიძეებში, ყურთისონის ნაციხართან, მარეთის ხეობას უერთდება, აქედან კი კოროჭის უღელტეხილით სხალთის ხეობაში (ეკლესიის ახლომახლო) გადადის.

მეორე გზა რკინისჯვრიდან მაჭარულში (აჭარული, აქედან აჭარა იწყება და, ალბათ, ეს სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს) ეშვება, მომცრო ხეობას დაუყვება და ტომაშეთ-დარჩიძეებიდან ხიხაძირისკენ მიემართება. ამ გზაზეა დარჩიძეების (გოგოლაურის) ციხე.

მესამე გზა, რომელიც დღეს აღარ მოქმედებს, რკინისჯვრის სამხრეთით ფერდობს გასდევდა, თამარჭალის უბანთან უხვევდა და ოლადაურ-ჯუმუშაურ-გამონათლევის გავლით ფურტიო-ზამლეთთან აჭარისწყლის ხეობას უკავშირდებოდა.

ასე, რომ რკინისჯვრის გადასასვლელს ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

შესაძლოა, ეს რკინისჯვარი იგულისხმებაქართლის ცხოვრებისკიდევ ერთ ეპიზოდში, რომელიც ცოტნე დადიანს უკავშირდება.

კოხტასთავში ქართველმა ერისმთავრებმა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების პირობა რომ შეკრეს, ცოტნე დადიანი ჯარის გადმოსაყვანად ოდიშს გაემგზავრა. უკან მობრუნებული რკინისჯვართან დაბანაკდა. სწორედ აქ შეატყობინეს შეთქმულთა შეპყრობის ამბავი:

და ვითარ მოეახლა პაემანი, მოვიდა დადიანიცა ცოტნე ლაშქრითა მათსა ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი, შორის სამცხისა და ღადოისა და ვითარ აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოისათა ანისად . . . მწუხარე იქმნა უზომოდ . . . და წარავლინა ლაშქარი თვისი და ორითა კაცითა წარვიდა ანისად . . .”

ღადოს მთა იმერხევის ხეობაში ხანძთასა და ოპიზას გადმოჰყურებს (აკი, იოანე ანჩელის მიხედვით წმინდა ანდრიაუღაღთა ღადოთა კლარჯეთისასაჰიერასპოლისიდან მოვიდა). სამცხე ცნობილია, სადაც არის. რუკაზე სწორი ხაზი რომ გავავლოთ, “შორის სამცხისა და ღადოისასწორედ ჩვენს მიერ ნაგულისხმევი რკინისჯვარი გამოდის.

ახლა იმ გზას გავადევნოთ გონების თვალი, რომელსაც, ალბათ, ცოტნე დადიანი ანისისკენ დაადგაიმერხევის, ჭოროხის, თორთომისწყლის ხეობები, ერზერუმი, ანისი. დამეთანხმებით, ეს ამ გზის უმოკლესი მონაკვეთია.

ასწლოვან მატიანეს თუ ვენდობით, ეს გზა გამოიარა აბაღა ნოინისგან ძლეულმა აჯანყებულმა უფლისწულმა თეგუდარმა. იმერხევში მან ოპიზის მონასტრის გაძარცვა მიონდომა, მაგრამ სალოცავს უფალი მოევლინა მხსნელადძლიერმა დელგმამ ღადოს მთიდან ღვარცოფები აღძრა და ოპიზის მონასტრის შემუსვრის მოზრახე მარბიელნი იმერხევისწყალში ჩარეცხა. ჯარის ნარჩენებით თეგუდარმა ჯნალისთავს (რკინისჯვრიდან ათიოდე კილომეტრში. აქედან ერთი გზა მარეთის და სხალთის ხეობებში გადადის) “იფარა სიმაგრე მთისასა.” შემდეგ მაოხარნი აჭარის ხეობაში დაეშვნენ. აქაც მომხვდურზე ბუნებამ იძია შურიმთიდან დაძრულმა მეწყერმა ბევრი მონღოლი ჯარისკაცი ცოცხლად დამარხა (ვფიქრობ, ეს მოხდა მარეთის ხეობაში, ჯუმუშაურ-პაპოშვილების  სანახებში, სადაც ახლაც ჩანს ძველი ნაფლატ-ნამზღვლ;ევის კვალი. ძველების გადმოცემით იმ დროს დაგუბებული ჩირუხისწყალი ლამის ჩირუხის მისადგომებამდეწელათ-ლელვანამდე აღწევდა).

რკინისჯვართან დაკავშირებით ჩვენს მოსაზრებებს ისიც აძლიერებს, რომ ანდრია პირველწოდებულის კვალი ამ მთის გადაღმა, იმერხევშიც შეინიშნებათეთრაკეთის ხეობაში უძველეს სოფელს ანდრიაწმინდა ერქვა.

ნიკო მარი ანდრიაწმინდას ჩიხორის უბნად თვლის.

იური სიხარულიძის აზრით, ანდრიაწმინდა მდებარეობს თეთრაკეთის დასავლეთით და მისი ძირითადი მოსახლეები წითელაძეები არიან. მეცნიერი თვლის, რომ ეს ტოპონიმი ანდრია პირველწოდებულის სახელზე აგებული ეკლესიიდან მომდინარეობს. საფიქრებელია, სოფელს სახელი უფრო განმანათლებლის პატივსაცემად დაერქვა, მოგვიანებით კი წმინდანის სახელობის ეკლესიაც აშენდა.

გიორგი ყაზბეგი, რომელმაც აჭარა, იმერხევი და შავშეთი გულდასმით შეისწავლა, სოფელ ანდრიაწმინდას ადგილმდებარეობას უფრო აზუსტებს:

კარჩხალის ხეობათაგან ყველაზე დიდია ბაძგირეთი. იგი იწყება ამავე დასახელების მდინარით, რომელიც სოფელ ფხიკიურს ქვემოთ მდინარე იმერხევში ეშვება. ამ ხეობის ზემო ნაწილშია ანდრიაწმინდა.”

ერთი სიტყვით, ბევრი ფაქტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ანდრია პირველწოდებულმა  სწორედ აჭარა-იმერხევის გამყოფ ქედზეგარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი.”

ეს ჯვარი თავად ანდრია პირველწოდებულს აღუმართავს.

 

 

??????