ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * "ღამე ყორანივით შავი" 

ღამე ყორანივით შავი, 
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი, 
თავი დამანებეთ ყველამ.
ხშირად ვიხედები უკან,
ფიქრი გაწოლილა მთებზე.
ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ 
ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე.
დაუნდობელია დრო მთლად,
ბედი ხელუკუღმა მცემდა...
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ,
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან.
ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი, 
თავი დამანებეთ ყველამ.

??????