მთვარელიძე მურად
გაზიარება

თენდებოდა ღამე... 

თენდებოდა ღამე,
ღამდებოდა დილა
და ცხოვრებაც აღარ ჰგავდა ზღაპარს,
მომიყევი რამე,
ოღონდ ფრთხილად,
არ შეეხეო სულში მინავლებულ ლამპარს.
ფითრდებოდა ქარი
წარბებაწეული,
მე კი ჩუმად, არ გაეგო სხვას რომ,
თითქოს კლდეზე მდგარი,
ცერზეაწეული,
იფიქრებდი მასხრობს...
თუმც ნამდვილად ასე _
ტკივილივით სავსე,
დღეს გავექეც, რომ მივეღე ღამეს,
შევეფეთე ანგელოზთა დასებს,
შემეშინდა, მომიყევი რამე.
ოღონდ ისე,
მხოლოდ ჩემთვის,
რომ სხვის ნიავს არ დააკლდეს ბწკალიც,
ახლა სული ცის სილურჯეს ერთვის
და ნაცნობი რკალი
ეფიცება ჩემს დავრდომილ განცდას
_ მოდი, მომისწარი.

??????