ჩიღვინაძე გივი
გაზიარება

მომღერალი ჩხიკვი  

ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას

შემოდგომის მდელოს ხედავს,

ბაჭიები ჩირგვთან წვანან,

ჩიტუნები ხეზე სხედან,

მთის ნიავი ყვითელ ფოთლებს

ათრთოლებს და ათამაშებს,

მოდიერთად ვიმღეროთო, _

ეუბნება ჩხიკვი შაშვებს.

კი ბატონო, _ უთხრა შაშვმა,

შეეცვალა თუმცა ნირი,

სალამური მოიმარჯვა,

მოამზადა გუდა-სტვირი.

ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად

დაიჭირა წვრილი ჩხირი,

სულ ჩხავილით გააყრუა

მოშრიალე ტყის ნაპირი.

გაჩუმდიო, _ ჰკადრა შაშვმა,

ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, _

ჩხირზე დაკვრა გაგონილა?

კი არ მღერიმხოლოდ ჩხავი!

ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,

სხვა ვინმე გყავს სანახავი,

სად შენა და სად გალობა?

დაგვანებეძმაოთავი...

რა ვნახეთო! _ ჩიტუნებმა

ეს ამბავი ყველას ამცნეს,

მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:

ნახეთნახეთროგორ გვარცხვენს!..

ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც

და სიცილით ძირს ცვიციან,

იცინიან ბაჭიებიც,
მზის სხივებიც იცინიან.

??????